სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GEM fest-ისთვის მზადება დაწყებულია - ანაკლიაში ერთი სცენა პირდაპირ ზღვაში შენდება

ანაკლიაში მზადება აქტიურ ფაზაში გადავიდა, შენდება სცენები, მათ შორის ერთი პირდაპირ ზღვაში, ლამაზდება ხიდი, მონტაჟდება განათება. ზუსტად 9 დღით სამეგრელოს ეს ულამაზესი ადგილი ელექტრონული მუსიკის და არა მარტო, მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იქნება.

მუსიკა 24 საათის განმავლობაში რამდენიმე სცენიდან გაიჟღერებს. GEM fest გამორჩეულია იმითაც, რომ აქ მხოლოდ ერთი მიმართულების მუსიკა არ იქნება, გამოვლენ ქართველი შემსრულებლებიც, ნინო ქათამაძე, „ლაუდსპიკერსი“, „ნიუტონი“ და კიდევ რამდენიმე ქართული ბენდი.

ბევრი ადამიანი კითხულობს, სად შეიძლება ბილეთების შეძენა. Eventer.ge ამისთვის ერთ-ერთი მარტივი საშუალებაა - საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ კლასიკური მულტიპასი, რომლის პრომოფასი 150 ლარია და მისი მეშვეობით საფესტივალო ტერიტორიაზე შეუზღუდავად მოხვდებით და დაესწრებით ნებისმიერ ღონისძიებას 9 დღის განმავლობაში.

Full House მულტიპასით კი, ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთის მიღებასთან ერთად, კარავში ცხოვრებასაც შეძლებთ. მისი ფასი ერთ ადამიანზე 250 ლარია, ორ ადამიანზე - 400 ლარი. ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ფესტივალის ოფისში, მისამართზე ყაზბეგის 24გ. ასევე TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებითაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100