სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბი: ჩვენ ფული გვჭირდება და არა დემოკრატია

"არ არის საჭირო დემოკრატიისთვის აგიტაცია, სჯობს დაეხმარონ აფხაზეთს დამანგრეველი ომის შედეგებისგან გათავისუფლებაში",– აცხადებს აფხაზეთის "პრეზიდენტობის" კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბი "აფსნიპრესთან" ინტერვიუში, პასუხობს რა კითხვას ევროკავშირის სტრატეგიისადმი "ჩართულობა და არაღიარება" თავისი დამოკიდებულების შესახებ. ამავე დროს ანქვაბი აცხადებს, რომ ამ სტრატეგიას "ღიმილით უყურებს".

"დასავლეთს და ევროკავშირს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ჩავერთვეთ სხვადასხვა პროგარმასა და პროექტში, ამავე დროს მათ პირველ რიგში მხედველობაში ჰქონდათ საქართველო, და არა აფხაზეთი.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვთავაზობენ რა სტრატეგიას "ჩართულობა, მაგრამ არაღიარება", ევროპული სტრუქტურები სულაც არ ფიქრობენ აფხაზეთზე. მათ ჯერაც ამოძრავებთ იმედი, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და აფხაზეთი, საბოლოო ჯამში, საქართველოსკენ შეტრიალდება. აფხაზეთის ხემლძღვანელობამ კი არაერთხელ გაიმეორა დასავლეთის წარმომადგენლებთან გამართულ სხვადასხვა შეხვედრებზე, რომე აფხაზეთის დამოუკედბლობის აღიარების პროცესი შებრუნებადი არაა. აფხაზეთმა მიაღწია თავისუფლებასა და დამოკიდებლობას, ჩვენ გვცნო რუსეთმა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რ არის საჭირო დემოკრატიისთვის აგიტაცია, სჯობს დაეხმარონ აფხაზეთს დამანგრეველი ომის შედეგებისგან გათავისუფლებაში", –განაცხადა ანქვაბმა.

ამავე დროს კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მზადა განიხილოს დასავლეთის სხვადასხვა საინვესტიციო წინადადება.

"განავითარონ ჩვენთან ბიზნესი, მისცენ უფლება ჩვენს ბავშვებს ისწავლონ ევროპაში, ჩვენს ავადმყოფებს კი – იმკურნალონ. სინამდვილეში კი უარს გვეუბნებიან მძიმე ავადმყოფებისათის ვიზების გაცემაზე, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კონსულტაცია და სპეციალისტებთან მკურნალობა. ჩვენ გთვავაზობენ გაუგებარ პასპორტებთ თუ სამგზავრო დოკუმენტებს, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტები. აფხაზეთმა უკვე გაიარა უპასპორტობის მძიმე პერიოდი",– აცხადებს ანქვაბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100