„მე მონსტრი არ ვარ“ - ჩინელი ქალბატონი, რომელიც საშინელი დაავადებით იტანჯება (ფოტო)
ჩინელი ქალბატონი, რომელიც ორი შვილის დედა გახლავთ, საშინელი დაავადებით იტანჯება.
40 წლის ლი ჰონგფანგმა 2001 წელს შეამჩნია, რომ სახეზე პატარა წამონაზარდები გაუჩნდა. შედეგად კი გაირკვა რომ ეს ყოველივე სიმსივნური წამონაზარდები იყო და მათ მოსაცილებლად 60 ათასი ამერიკული დოლარი გახლდათ საჭირო. ასეთი დიდი რაოდენობის თანხა კი ლისთვის ხელმიუწვომელია.
ამიტომ, ლიმ ყოველივეზე თვალის დახუჭვა გადაწყვიტა და იფიქრა, რომ საგანგაშო არაფერი სჭირდა, შედგეი კი ნამდვილად სავალალო აღმოჩნდა.
ლის სახემ ფორმა დაკარგა და ხალხმა იგი მონსტრადაც კი შერაცხა.
უფრო დაწვრილებით მისი დიაგნოზი კი ასე ჟღერს: მას სახის კანქვეშ შვიდი პროგრესირებადი და მზარდი ავთვისებიანი სიმსივნური წამონაზარდი აქვს. რომელთა ამოკვეთაც შესაძლებელი იყო, თუმცა დღეისთვის ძალიან სარისკოა.
ლი ამბობს: „მე ვიცი, რომ ადამიანების უმრავლესობას მონსტრი ვგონივარ, მაგრამ მე სრულებით ჩვეულებრივი ქალი და დედა ვარ“.
როცა ლის ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს, იგი ერთ-ერთ პროვინციაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
„ჩვენ არ გვქონდა ბევრი ფული, მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვიყავით. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარდა ერთამანეთი და ჩვენი შვილებიც. შემიძლია ვთქვა, რომ ის ცხოვრება შეუდარებელი იყო. როდესაც პირველი წამონაზარდი შუბლზე გამომივიდა, ყურადღება არ მივაქციე. უბრალოდ მწერის ნაკბენად ჩავთვალე. მაგრამ მოგვიანებით იგი უფროდაუფრო იზრდებოდა.“
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში სამედიცინო მომსახურება მეტად ძვირი „სიამოვნებაა“, ადამანების უმრავლესობას კი ერთი დოლარის გაღებაც კი არ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობისთის. 700 მილიონზე მეტ მოქალაქეს წარმოდგენაც არ აქვს რას ნიშნავს სამედიცინო დაზღვევა. ლიც ამ 700 მილიონს მიეკუთვნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი მეუღლემ მიატოვა, 2009 წელს კი ლი 40 წლის გუო ინგბინგს შეხვდა. თავდაპირველად ისინი დამეგობრდნენ, ინგბინგი ობოლი გახლდათ და მან ქალს კარგად გაუგო. მოგვიანებით კი დაქორწინდნენ. ლის ვაჟები, რომელთა ასაკი 17 და 14 წელი გახლავთ, მამასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.
ლიმ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. მაგარმ სამწუხაროდ მისი ოპერაცია არ დაფინანსდა. ლი დღემდე ელოდება სასწაულს, რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს.
კომენტარი