სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პროგრესი მიღწეულია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, "არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვენლოვან საკითხზე პროგრესი მიღწეულია".

ბაქრაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ჯგუფს შორის მიღწეულ შეთანხმებას "წინ გადადგმულ ნაბიჯად" აფასებს.

"წლების მანძილე იყო მსჯელობა იმაზე, რამდენად ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი. ამ შეთანხმებით ეს საკითხი გადაწყვეტილია და ოპოზიციას ფინანსური პრობლემა არ ექნება. წლების მანძილზე იყო მსჯელობა იმაზე, რამდენად ადექვატურად იყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში პარტიული ელემენტი. შეთანხმებით ეს საკითხიც გადაწყდა და მომავალ პარლამენტში პარტიული წარმომადგენლობა 32 ადგილით იზრდება. წლების მანძილზე მსჯელობდნენ იმაზე, რამდენად თანაბრად და ობიექტურად შუქდებოდა საარჩევნო კამპანია და როგორც შეთანხმებით გადაწყდა, იქმნება მედია-მონიტონგის სპეციალური კომისია, რომელიც ამ პროცესს სრულად გააკონტროლებს. ანუ, ყველა ის საკითხი, რომელსაც წლების მანძილზე ოპოზიცია აყენებდა, გადაწყვეტილია", - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, მან დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში სარედაქციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეთანხმებულ საკითხებს კანონის ენაზე დაწერს.

პროექტი ზაფხულშივე ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და უკვე შემოდგომისთვის დოკუმენტზე პარლამენტი იმსჯელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100