სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შრომის ახალი კოდექსი ძალაშია

შრომის ახალი კოდექსი ძალაშია. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი ამოქმედდა.

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, 8-თვიანი დაძაბული მუშაობის შედეგად მოსახლეობამ მიიღო შრომის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

ბარამიძე ამბობს, რომ შრომის კოდექსი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში და დაიცავს თითოეული დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესს.

პროფკავშირების თავჯდომარეს კი კოდექსთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები ისევ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100