სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სონღულაშვილი: ჩემი მთავარი მიზანია თითოეულმა თქვენგანმა კეთილდღეობა იგრძნოს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ძირკოკის, ჭანდარის, გურჯაანის მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლების პედაგოგებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა. „ჩემი მთავარი მიზანია კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა თქვენგანმა და ეს არ იყოს ერთეულების პრივილეგია. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი გურჯაანი, გურჯაანს შეუძლია წინსვლა. გპირდებით, თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ ყველა პრობლემაზე. გურჯაანში უნდა გამოცოცხლდეს კულტურული ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ამას შევძლებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100