სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

თბილისი, 21 ივნისი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ონლაინგანვადების შეთავაზების შესახებ. ამიერიდან, მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება შეიძინოს სასურველი ნივთი განვადებით, პირდაპირ საქართველოს ბანკის პარტნიორი მაღაზიების ინტერნეტგვერდიდან.

ონლაინგანვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს სასურველ ნივთს შესაბამისი მაღაზიის ინტერნეტგვერდზე და იქვე ავსებს ონლაინგანვადების განაცხადს. განაცხადის სამუშაო საათებში გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს მიიღებს გაგზავნიდან 15 წუთში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელი SMS შეტყობინებით მიიღებს კოდს. მიღებული კოდი მომხმარებელს დაჭირდება განვადების პირობებისა და ხელშეკრულების დასადასტურებლად, რის შემდეგაც შეძენილ ნივთს მფლობელს მაღაზიის თანამშრომლები სახლში მიუტანენ.

საქართველოს ბანკის ონლაინგანვადების ერთი განაცხადით, შესაძლებელია ერთდროულად სამი ნივთის შეძენა. ონლაინგანვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 150–დან 5,000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3–დან 24 თვემდე. საქართველოს ბანკის ონლაინგანვადებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ ინტერნეტმაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე:: www.sb.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100