სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლინდსი ლოჰანი მანქანით პაპარაცის დაეჯახა

ჰოლივუდელი ვარსკვლავი ამ დღეებში გახარებული იყო იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ მისჯილი გამოსასწორებელი სამუშაოების ვადა ამოიწურა, მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ლოჰანს ისევ მოუწევს სასამართლოში შესულ სარჩელზე პასუხის გაცემა. სარჩელი ამჯერად პაპარაციმ - გრიგორი ბეილანმა აღძრა, რომელიც აცხადებს, რომ ვარსკვლავის ბრძანებით, ლოჰანის მძღოლი მას მანქანით დაეჯახა.

საქმე ის გახლავთ, რომ ინციდენტი ახალი არ არის - დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა, დაზარალებულმა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, მიმართოს სასამართლოს. პაპარაცის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მძღოლი მანქანაში მჯდომი ლოჰანის მითითებით მოქმედებდა, ამიტომაც სარჩელი სწორედ მის წინააღმდეგ შეიტანა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ლინდსი ლოჰანი ცდილობდა, შეუმჩნევლად დაეტოვებინა ღამის კლუბი, სადაც მეგობრებთან ერტად ხმაურიანი წვეულება მოაწყო. სწორედ მაშინ, როცა ლინდსი კლუბის სათადარიგო გასასვლელიდან გამოვიდა, მას პაპარაცი აედევნა, ხოლო მანქანაში ვარსკვლავის ჩაჯდომის შემდეგ მისი გადაღება დაიწყო. განრისხებულმა ლოჰანმა, პაპარაცის მტკიცებით, მძღოლს უბრძანა, ფოტოგრაფს დაჯახებოდა, რაც მან შეასრულა კიდეც და მსუბუქი ბიძგით პაპარაცი გაზონებში გადააგდო.

პაპარაცი და ადვოკატი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა თანხა მოითხოვონ ლინდსი ლოჰანისგან მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100