სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოსური მხარის მიერ დაკავებული სამი ქართველის საკითხს დღეს დვანში განიხილავენ

ოსური მხარის მიერ დაკავებული ბზარაშვილების საკითხს დვანში დღეისათვის დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. დვანში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს. 21 წლის შოთა ბზარაშვილი, 23 წლის გიგა ბზარაშვილი, ასევე, მათი ბიძა, 33 წლის ელიზბარ ბზარაშვილი ოსურმა მხარემ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 აგვისტოს დააკავა. ოსური მხარე მათ შესახებ ამ დრომდე არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100