მაგდა პაპიძე: არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე, მე მზად ვარ დენის სკამისთვისაც
არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე, მე მზად ვარ დენის სკამისთვისაც”, - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სასჯელისთვის მზადაა, თუმცა ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ურჩევნია სიკვდილით დასაჯონ.
გარდა ამისა, მაგდა პაპიძემ განმარტა, რომ დიდი იმედი ჰქონდა ნაფიცი მსაჯულების, რომლებმაც წარდგენილ ბრალდებებში გაამტყუნეს.
”მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენის სკამისთვისაც მზად ვარ. გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. ვთხოვ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი”, - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოსამართლეს სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას თხოვს, რაც 16 წელია.
კომენტარი