სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ყველაზე დაბალპროცენტიანი შეთავაზება ბიზნესსესხებზე საქართველოს ბანკისგან

თბილისი, 09 მაისი, 2012 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა, ბიზნესსესხებზე ყველაზე დაბალპროცენტიანი  შეთავაზების შესახებ. ყველა, ვინც 15 ივლისამდე დაპროტირდება ან ისარგებლებს ბიზნესსესხით საქართველოს ბანკში, მიიღებს ყველაზე დაბალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს 9.99%-იდან. საქართველოს ბანკი, საშუალებას აძლევს მათ, ვინც საკრედიტო ისტორიით, უზრუნველყოფით და შემოსავლების პირობით დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს, მიიღოს ბიზნესსესხი უპრეცედენტოთ დაბალ პროცენტად,  ყოველგვარი დამატებითი ხარჯის და სავალუტო რისკის გარეშე, ლარში, გრძელი ვადით. 

აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ისედაც დაბალი საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება. ბიზნესსესხის საპროცენტო განაკვეთი 9.99%-დან მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე, ეს განაკვეთი კი ცვალებადია და ეროვნული ბანკის მიერ ყოველთვიურად დგინდება. ბოლო წლების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს ახასიათებს კლებადი ტენდენცია. შესაბამისად, თუ დაფიქსირდება ეროვნული ბანკის მხრიდან პროცენტის შემცირება, ავტომატურად შემცირდება მომხმარებლის ბიზნესსესხის პროცენტიც და შესაძლოა 9.99%-ზე ნაკლები გახდეს. ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: http://nbg.gov.ge/index.php?m=555 

საქართველოს ბანკის ყველაზე დაბალპროცენტიანი  , ლარში გაცემული, გრძელვადიანი ბიზნესსესხით  სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვისაც სურთ დაფარონ სხვა ფინანსური ვალდებულებები, ბიზნესის მიმდინარე და გრძელვადიანი აქტივები, შეიძინონ უძრავი ქონება და განახორციელონ რემონტი, ან განახორციელონ ნებისმიერი ზემოაღნიშნული მიზნობრიობის კომბინაცია. ბიზნესსესხის თანხა განისაზღვრება 30.000 ლარიდან 1.000.000 ლარამდე იურიდიულ პირებზე, ხოლო 30.000 ლარიდან 300.000 ლარამდე ფიზიკურ პირებზე.  

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100