სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100