საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტი ხორციელდება
1 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მწვანე კონცხზე საცხოვრებელი /დასასვენებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ შენდება. გარდა ადგილმდებარეობისა, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგის“ ერთობლივ პროექტს, მისი არქიტექტურა და მშენებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს.
მარადმწვანე სუბტროპიკულ მცენარეებში ჩაფლული კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. თითოეული ბინიდან კი პანორამული ხედი შავ ზღვაზე, 180 გრადუსით იშლება.
1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ.-ითაა დაშორებული და სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეები, ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებადი საცურაო აუზი, ბარ-რესტორანი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები და რაც მთავარია, ახლოს მდებარე სანაპირო და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. დამატებითი კომფორტისთვის კი „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინადრებს 24 საათიან დაცვას, ტექნიკურ დახმარებას და დასუფთავების სერვისს სთავაზობს.
ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემით, ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით ბარდება. გარდა ამისა, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ავეჯი, რომელიც ბინაში განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ ბანკი და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ SOLO და WM მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შეთავაზებას, რაც იმას ნიშნავს რომ დღეიდან, 2021 წლის 1 აპრილამდე ის, ვინც გადაწყვეტს ბინის შეძენას დროის ამ შუალედში, შეძლებს ისარგებლოს 7%-იანი ფასდაკლებით, როგორც კვადრატულის ფასზე, ასევე იპოთეკურ სესხზე.
„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ ერთი, უნიკალური, ადგილობრივი პროექტი - „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ხორციელდება. „ბოტანიკო“ უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც მისი უნიკალური ადგილმდებარეობითა და კომფორტით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და გეგმარებით გამოირჩევა. გარდა ამისა, პროექტის დამატებითი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორი უძლიერესი ბიზნეს ჯგუფის, „სილქ როუდისა“ და „ანაგის“ ჩართულობით ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ „მწვანე კონცხი ბოტანიკოსთან“ ერთად ჩვენ ჩვენს SOLO და WM მომხმარებელს ვაძლევთ საინტერესო შეთავაზებას ისარგებლონ სპეციალური პირობებით. გვჯერა, რომ პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც დასაქმების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1997 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად 5 სექტორში საქმიანობს. ესაა: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, სტუმარ-მასპინძლობა, ტრანსპორტირება და ენერგეტიკა. „სილქ როუდ ჯგუფი“ ერთერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს საქართველოში საინტერესო და აღიარებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში. წლების განმავლობაში ჯგუფი ქმნის მსოფლიო კლასის ტურისტულ სერვისს და წამყვან როლს თამაშობს ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჯგუფის მფლობელობაშია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სასტუმროები: Radisson Blu Iveria თბილისში, Radisson Blu ბათუმში, Radisson Collection წინანდალში და ასევე წინანდალის მდებარე Park Hotel-ი.
კომენტარი