სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მთავრდებოდა ცნობილი ზღაპრების ორიგინალები, ანუ რა ხდებოდა კეთილი ზღაპრების მიღმა

წარსულში ზღაპრები ზოგჯერ იმდენად შემაძრწუნებელი და შემზარავი სისხლიანი დეტალებით იყო აღსავსე, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია ვის შეეძლო ამგვარი ზღაპრის მოსმენის შემდეგ ერთ საათში ძილს მისცემოდა. მრავალი მათგანი დღეისთვის უკვე გადაწერილია და გაკეთილშობილებულია. ხოლო ისინი, რომლებიც დისნეის ხელში მოხვდა, "ჰეპი-ენდ"-იც კი (Happy and. ინგლ.: "კეთილი დასასრული") შეიძინა.

წითელქუდა

ბავშვობიდანვე ყველასთვის კარგად ცნობილი ზღაპარი მთავრდება იმით, რომ წითელქუდას და ბებიას მეტყევეები გადაარჩენენ. თუმცა ასეთი როდი იყო შარლ პეროს ორიგინალური ფრანგული ვერსია. იქ პატარა გოგონას ადგილას ფიგურირებს კარგად აღზრდილი ახალგაზრდა ლედი, რომელიც მგელს ბებიასთან მისასვლელ გზას ჰკითხავს და ცრუ ინსტრუქციას ღებულობს. სულელი გოგონა მგლის რჩევებს მიჰყვება და გახდება კიდევაც მისი ლუკმა. მორჩა! არავითარი მეტყევეები, არავითარი ბებია - მხოლოდ კმაყოფილი, გამძღარი მგელი და შეჭმული წითელქუდა.


მორალი - ნუ იღებთ რჩევებს უცნობებისგან.

ფიფქიაზღაპრის ყველაზე პოპულარულ ვერსიაში დედოფალი სთხოვს ჯარისკაცს (ეგერს) მოკლას საძულველი გერი და მისი სიკვდილის მტკიცებულებად გოგონას გული მოუტანოს. მაგრამ მონადირე გოგონას დაინდობს და სასახლეში გარეული ტახის გულით დაბრუნდება.

ამ შემთხვევაში დისნეის კომპანიის ცვლილებები არც თუ კარდინალური იყო. სულ ორიოდე დეტალი: ორიგინალში დედოფალი ითხოვს მოუტანონ ფიფქიას ღვიძლი და ფილტვები - ისინი საჭმელად შეკმაზეს და იმავე საღამოს მიართვეს დედოფალს ვახშმად! და კიდევ: პირველ ვერსიაში ფიფქია იღვიძებს იმისგან, რომ სასახლისკენ მიმავალს მას პრინცის ცხენი ეჯახება - ასე, რომ ჯადოსნური კოცნა აქ არაფერ შუაშია. მეტიც, ძმები გრიმების ვერსიაში ზღაპარი იმით მთავრდება, რომ დედოფალს აიძულებენ იცეკვოს გახურებული ქოშებით, სანამ საშინელ ტანჯვაში სული არ აღმოხდება.

კონკია

თანამედროვე ზღაპარი იმით მთავრდება, რომ მშვენიერი და შრომისმოყვარე კონკია პრინცს შეუყვარდება, ხოლო ბოროტი დები ცოლად ორ თავადს გაჰყვებიან და ყველანი ბედნიერად ცხოვრობენ.

ეს სიუჟეტი გაჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში, სადაც სტრაბონის (ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი - რედ.) გმირ გოგონას როდოპისი (ვარდისფერლოყება) ეწოდებოდა. ისტორია ძალზედ წააგავს იმას, რაც ჩვენ ბრწყინვალედ ვიცით, გამონაკლისია მხოლოდ ბროლის ფეხსაცმელი და კვახის კარეტები.


მაგრამ არსებობს ძმებ გრიმების ამ ზღაპრის უფრო მძაფრი ვარიაცია: ბოროტი დები იჭრიან თავიანთ ქუსლებს, ბროლის ფეხსაცმელი რომ მოირგონ და ამით პრინცი მოატყუონ. თუმცა ეშმაკობა არ გაუვათ - პრინცის დასახმარებლად მოფრინდება ორი მტრედი და ორივე ბოროტმოქმედს თვალებს ამოჰკორტნიან. ბოლოს და ბოლოს, დები თავიანთ დღეებს სიბრმავესა და სიღარიბეში დაასრულებენ, მაშინ როდესაც კონკია მეფის სასახლის სიმდიდრითა და უშფოთველი ცხოვრებით ტკბება

და ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის. ყველაზე შეცვლილი დღეისათვის ზღაპარი


მძინარე მზეთუნახავი
ყველამ იცის, რომ მძინარე მზეთუნახავი - ეს არის ულამაზესი პრინცესა, რომელმაც თითი სათითურით გაიჭრა და ასი წლით დაიძინა, სანამ არ მოვიდა პრინცი და კოცნით არ გააღვიძა. მათ იმწამსვე შეუყვარდათ ერთმანეთი, დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.

ორიგინალი არც ისე სასიამოვნოა. იქ გოგონას ძილს გვრის წინასწარმეტყველება და არა წყევლა. და მას აღვიძებს არა პრინცის კოცნა, არამედ მეფე, რომელმაც, როდესაც უმწეო და მძინარე მზეთუნახავი იხილა, გააუპატიურა. ათი თვის შემდეგ მძინარე მზეთუნახავს ორი შვილი ეყოლება (გოგონას ისევ სძინავს). ერთ ერთი ახალშობილი დედის თითს სწოვს და მისგან სათითით მიყენებულ ჭრილობას გამოსწოვს, რომლის გამოც, როგორც აღმოჩნდა, ის ვერ იღვიძებდა. გაღვიძების შემდეგ მზეთუნახავი შეიტყობს რომ ძალადობის მსხვერპლი და ორი შვილის დედა გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100