სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული რეცეპტი „ორგაზმდეფიციტური“ ქალებისთვის

იმ ქალებს, ვისაც ანორგაზმია აწუხებს და უნდა, სექსის დროს სრულყოფილი ორგაზმით დატკბეს, ამერიკელი მედიკოსები ურჩევენ მენიუში აუცილებლად შეიტანონ ექვსი პროდუქტი:

სიმინდის ბურბუშელა, შოკოლადი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, თაფლი და მცენარეული ზეთი.

ამერიკელთა აზრით, ბურბუშელა სისხლში ტესტოსტერონის დონეს ამაღლებს, შოკოლადი კი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს ნერვული იმპულსების მონაცვლეობის სტიმულირებას და ამასთან ერთად, გონებას დაკმაყოფილების გრძნობის გამომუშავებაშიც ეხმარება.

ზღვის პროდუქტები კი მინერალთა კრებულია, რომლებიც თავიანთი შემადგენლობით სქესობრივი ჰორმონების მსგავსია. კვერცხის შემადგენლობაში B ვიტამინი შედის, რომელიც შესაბამისი ჰორმონალური დონის რეგულირებას ახდენს.

თაფლი ამ შემთხვევაშიც ძალიან სასარგებლოა და ისიც ტესტოსტერონის დონეს სწევს სისხლში.

რაც შეეხება მცენარეულ ზეთს, ის ორგანიზმს ქოლესტერინით ამარაგებს, რაც აუცილებელია ჰორმონების შესაქმნელად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100