"მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება" - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
საბერძნეთში ქარველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს: "გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში კერძოდ კი ათენში, ქალბატონი მარინა კვიმსაძე, მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.
არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება... მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს... საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია.... ემიგრანტები!!! ვაი სიშორევ, ძალა არ გვყოფნის ტკივილმა ქვა-კლდედ გადაგვაქცია, სამძიმარს გითვლით ქართველო ერო, საზღვრებს გარედან ემიგრაცია...", - წერს შოთო სიხარულიძე.
კომენტარი