სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიარაღებული თავდასხმა ქარჩავების ოჯახზე, ნაწამები ოჯახის წევრები და მსხვერპლი

ხობის რაიონის სოფელ თორსაში ყაჩაღებმა 65 წლის დათიკო ქარჩავა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. ოჯახის წევრების განცხადებით, წუხელ, დაახლოებით 21:30 საათზე , მათ სახლში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა. მათ ოჯახის წევრები სკამებზე მიაბეს, რის შემდეგაც შევიდნენ დათიკო ქარჩავას საძინებელ ოთახში.

ქარჩავამ სანადირო თოფი აიღო, თუმცა მას თავდამსხმელებმა ესროლეს და მხარში დაჭრეს. ყაჩაღები დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში აწამებდნენ ქარჩავების ოჯახის წევრებს და ერთ მეზობელს, რომელიც შემთხვევით ამ ოჯახში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ყაჩაღებმა სახლიდან წაიღეს 2 500 ლარი და ერთი ცალი ოქროს ბეჭედი.
ოჯახის წევრების განცხადებით, დათიკო ქარჩავა სისხლისგან დაიცალა, რადგან დაჭრილი იყო და ვერ მოხერხდა მისი საავადმყოფოში დროზე გადაყვანა.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100