სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერევანში სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში პატრიარქ გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. საპროტესტო მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

აქციის ორგანიზატორი არის ჯგუფი სახელწოდებით „ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი". დემონსტრანტები გარეგინ მეორეს გადადგომას და სომხეთის ახალი პატრიარქის არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის არმენ მელკონიანის თქმით, სომხეთის საპატრიარქოში აუცილებელია რეფორმების ჩატარება.

პატრიარქმა აქციის მონაწილეებს შეხვედრა ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსში შესთავაზა, სადაც ის მოთხოვნებს პირადად მოისმენს.

გარეგინ მეორე სომხეთის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ პატრიარქად 1999 წელს აირჩიეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100