ყველაზე ლამაზი რუსი ტელეწამყვანების ათეულში მესამე ადგილი ქართველმა დაიკავა
რუსულმა ელმა ქვეყნის ყველაზე ლამაზი ტელეწამყვანების ათეული შეადგინა. რუსული ტელეეთერის ლამაზმანების ტოპ-ლისტში მესამე პოზიციას თინა კანდელაკი იკავებს.
„ქართული წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და კომუნიკაბელური ადამიანია მედიაინდუსტრიაში. წარმატებული ბიზნეს ლედი და რუსული ტელევიზიის კაშკაშა სახე მისაბაძი მაგალითია. 39 წლის ასაკში მას სხეულის იდეალური ფორმები და ულამაზესი სახე აქვს. საკუთარი სილამაზის საიდუმლოდ თინა სპორტს ასახელებს და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციით აქტიურადაა დაკავებული“ - ნათქვამია რუსულის ელის მიერ მომზადებულ სტატიაში
კომენტარი