სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არაი, ოქეი და მეტრომარტი უნიქარდის პარტნიორები გახდნენ

18 აპრილიდან უნიქარდის მომხმარებლებს შეუძლიათ უნიქარდზე ქულების დაგროვება მეტრომარტის, არაისა და ოქეის მაღაზიათა ქსელში!

ზემოთ აღნიშნული მაღაზიები ტექნიკის კუთხით ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ მომხმარებლებს. ნებისმიერი სახის ტექნიკა, სხვადასხვა ბრენდები ყველანაირი სეგმენტის მომხმარებელს აკმაყოფილებს.

პარტნიორობა სააღდგომო აქციით დაიწყო-ზემოთ აღნიშნული სამი კომპანიის 17 მაღაზიაში მომხმარებლებს საშუალება ექვთ მიიღონ ფასდაკლება, საჩუქრები და გაორმაგებული ქულები უნიქარდზე. ხოლო უნიქარდის ყოველი მეათე მომხმარებელი, დამატებით მიიღებს სააღდგომო საჩუქარს უნიქარდისგან.

სწორედ ამ აქციასა და კომპანიების მომავალ პარტნიორობას შეეხო 18 აპრილის პრესკონფერენცია. სადაც უნიქარდის დირექტორმა ბესო აბულაძემ, არაის მარკეტინგის მენეჯერი თიკო დიდავა, ოქეის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე გოზალიშვილმა და მეტრომარტის აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა კაციტაძე ისაუბრეს კომპანიების პარტნიორობასა და მომავალ გეგმებზე.

„უნიქარდი მოხარულია, რომ ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა მომხმარებლებს ტექნიკის კუთხით. თავის მხრივ მეტრომარტი, ოქეი, არაი ზრუნავენ მომხმარებლების ლოიალობაზე და სწორედ ამიტომ მათ დამატებით შესთავაზეს თავის მომხმარებლებს უნიქარდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა შედგა. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ მომხმარებლებზე და ვცდილობთ მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ.“-განაცხადა უნიქარდის დირექტორმა ბესო აბულაძემ.

მეტრომარტი, ოქეი და არაი უნიქარდთან ერთად მომავალშიც საინტერესო სიახლეებს, აქციებს და საჩუქრებს პირდება მომხმარებლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100