სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე, იდენტიფიცირებულია ათობით მსხვერპლი - ქოლ-ცენტრების საქმე

ყაზახეთში, ალმათიში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს. როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის დეპარტამენტი იუწყება, საქართველოს მოქალაქეებს ალმათიში ე.წ. ქოლცენტრები ჰქონდათ გახსნილი და თაღლითური სქემებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მათ მოიპარეს ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის მონაცემთა ბაზა და კლიენტებს სწორედ ამ მონაცემებით არჩევდნენ.

"დაკავებულმა პირებმა ფარმაცევტული კომპანია "ჰალტ თაიმის" კლიენტების ბაზა მოიპარეს, შემდეგ უკავშირდებოდნენ ამ ადამიანებს და მანქანის მოგების შესახებ ატყობინებდნენ. მოქალაქეებს სთხოვდნენ არარსებული მოგების მიღების მიზნით, გადაეხადათ გარკვეული თანხა, რომელიც ფსონების კომპანიის ანგარიშებზე ირიცხებოდა.

იდენტიფიცირებულია ათობით მსხვერპლი. მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლების იდენტიფიცირებისთვის," - აცხადებს ყაზახეთის შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ჟანდოს სუიუნბაი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100