სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA) უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. დებატების მასშტაბურ ფორუმში, რომელიც წელს უკვე ოცდამეათედ გაიმართა, ოცზე მეტი ქვეყნის ორასზე მეტი მოსწავლე და ორმოცდაათამდე დებატების წარმატებული მასწავლებელი და ტრენერი იღებდა მონაწილეობას აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, სინგაპურიდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. დებატების საერთაშორისო აკადემია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

დებატების საერთაშორისო ფორუმში საქართველოდან ხუთი საუკეთესო მოდებატე ჩაერთო, პროექტ დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში, რომელიც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა რამდენიმე ეტაპიანი კონკურს გაიარეს დებატების საერთაშორისო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. საბოლოო კი შეირჩა ხუთი საუკეთესო მოდებატე თბილისის სკოლებიდან და კაჭრეთის სკოლიდან, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დებატების საერთაშორისო აკადემიაში.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. შედეგად გაიმართა საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სასკოლო დებატკლუბების წევრი 14-17 წლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და თბილისი. მთლიანობაში საჯარო გამოსვლების ონლაინკონკურსში მონაწილეობა 222-მა მოდებატემ მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100