"იტალიაში მინდოდა წასვლა, ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან, არ მაქვს დენი და წყალი. თუ დიდი ხანი არ გამოვჩნდი, მომიკითხეთ, ან სამაშველოს გამოუძახეთ"
ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში დატბორილი ფოთის ფოტოებს აქვეყნებს და აი
რას წერს:
"შვებულებაში რომ ვარ, კი იცით. იტალიაში მინდოდა წასვლა, ვენეციის ნახვა, არ გამოვიდა...ჰოდა, ვენეცია თვითონ მოვიდა ჩემთან , აივანზე გამოსულს, ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ არა, ეს სინამდვილეა. ბოლოს, ასეთი წყალდიდობა, ჩემს სოფელში ვნახე, რიონმა დამბა რომ გაარღვია. არ მაქვს დენი და წყალი. თუ დიდი ხანი არ გამოვჩნდი, მომიკითხეთ, ან სამაშველოს გამოუძახეთ" - წერს ჟურნალსტი.
შეგახსენებთ, რომ
გუშინ საღამოს
ფოთში ძლიერი
წვიმის
გამო უამრავი
სახლი დაიტბორა.
მოსახლეობას უამრავი
ზარალი მიადგა.
ადგილობრივები დახმარებას
ითხოვენ.
კომენტარი