ბერლინის მდიდარ უბნებში ღამღამობით ავტომობილებს წვავენ
გუშინ, ღამის განმავლობაში, ბერლინის ერთ–ერთ მდიდარ რაიონში – ცელენდორფში 5 მსუბუქი ავტომანქანა დაწვეს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, იმალება თუ არა ამ დანაშაულებრივი ქმედების უკან პოლიტიკური მოტივი.
„აუდი“ და ორი „მერსედესი“ მთლიანად დაიწვა, ხოლო „შკოდა“ და „ოპელი“ – ნაწილობრივ, – იუწყებიან ბერლინელი პოლიციელები. მათი თქმით, ბოლო პერიოდში მსგავსი ქმედებები გახშირდა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ამ კრიმინალური ქმედებების უკან, შესაძლოა, გერმანიაში მოქმედი მემარცხენე ექსტრემისტული, ახალგაზრდული გაერთიანებები იდგნენ.
ამ წლის დასაწყისიდან დღემდე დაუდგენელმა პირებმა ბერლინში რამდენიმე ათეული ავტომანქანა დაწვეს. დაკავებულია 14 ეჭვმიტანილი.
კომენტარი