სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი უფლისწული, რომელიც ესპანეთის ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა

გთავაზობთ ფოტოებს მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ მუხრაბნატონის სპორტული ალბომიდან.

მისი სამეფო უმაღლესობა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ მუხრანბატონი 1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. "ფორმულა 2" ტიპის ავტომობილით მან მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა ”ლანჩია სტარტოსით”, Lancia Stratos HF).

ცნობისთვის: გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა რომში, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა ოჯახში. დედამისი, გრაფის ქალი მარი ანტუანეტ პასკუინი (Maria Antonietta Pasquini) მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ხორხემ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობა 1977 წელს. 1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. ორჯერ წარუმატებლად სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა (1968, 1974), მაგრამ მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა ”ლანჩია სტარტოსით”, Lancia Stratos HF). 1982 წლებში მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი. ხორხე ბაგრატიონი თავის ისტორიულ სამშობლოს პირველად 1995 წელს ეწვია მამამისის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდგე იგი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს, სადაც მისი ვაჟი, დავითი, გადმოსახლდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი დაკრძალს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2008 წლის 20 იანვარს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100