პროფესიონალი ფოტოგრაფი ხელების გარეშე
ინდონეზიელმა რუსიდაჰ ბადავიმ დაამტკიცა, რომ ხელოვანი ადამიანისათვის ფიზიკური ნაკლი, თუნდაც ხელების უქონლობა, პრობლემა არ არის. ავტოავარიის შედეგად, უხელებოდ დარჩენილმა გოგონამ შეძლო პროფესიონალი ფოტოგრაფი გამხდარიყო და უკვე 20 წელია, საკუთარი სტუდია აქვს.
12 წლის იყო როდესაც ავარიაში მოყვა და ორივე ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. გოგონას რეალობასთან შეგუება იმდენად გაუჭირდა, რომ სკოლა მიატოვა.
ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ქალმა შეძლო და პროფესიონალი ფოტოგრაფი გახდა. ინდონეზიის ქალაქ პურვორედჯოში საკუთარი სტუდიაც კი აქვს.
რუსიდაჰს მეუღლე და 13 წლის ვაჟი ჰყავს. ცხოვრობენ სოფელ ბოტორეჯოში.
პირველი ფოტოკამერა – Pentax, 1995 წელს, გოგონას მასწავლებელმა აჩუქა. ბადავი ქორწინებებს, კანავალებსა და სხვა ღონისძიებებს იღებს.
ქალს მეუღლე დიდ თანადგომას უწევს. როგორც ის ამბობს, რუსიდაჰი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ადამიანს შეუძლია სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდეს.
კომენტარი