TOP-10 ინვესტორი კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი FDI ჩადო საქართველოში
მაგთიკომი ტოპ 10 ინვესტორ კომპანიას შორისაა, რომლებმაც 2018 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში.
BM.ge-მ საქსტატიდან იმ TOP-10 ინვესტორი კომპანიის სია გამოითხოვა, რომელმაც 2018 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.
საწარმოები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.
TOP-10 ინვესტორი კომპანიებია:
სს თელასი;
BP Group;
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
შპს მაგთიკომი;
სს ენერგო-პრო ჯორჯია;
სს RMG Copper;
შპს ჯორჯიან მანგანეზი;
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი;
სს ნენსკრა ჰიდრო;
შპს ატლანტიკ საქართველო;
ცნობისთვის: 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია.
საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.
კომენტარი