სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს სახალისოა?- ქართველი მედიკოსების ჩანაწერები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ...

ქართველი მედიკოსების ჩანაწერები, რომლებზეც ძალიან იხალისებთ:

- მიმღებ განყოფილებაში ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო;
- მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი, საერთოდ, გაქრა;
- მიუხედავად გაფრთხილებისა, ავადმყოფმა განავალი მაინც სხვა კლინიკაში დატოვა;
- ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა;
- სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპების აშკარა ნიშნებით, ავადმყოფს დაეწყო სახლში, სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში თანდათან გაურთულდა;
- ავადმყოფი პალატაში არ არის, ე. ი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;
- უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს;
- მკურნალობდა შინაური მეთოდებით: დილით სვამდა არაყს, სადილად _ ღვინოს;
- ავადმყოფმა დანიშნული რეჟიმის დარღვევით ორგანიზმში შეიყვანა შემწვარი გოჭი და აჯიკა;
- ავადმყოფს აღენიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება: ფეხებს უკვე დამოუკიდებლად ჭიმავს;
- ავადმყოფი დეპრესიაშია და გამუდმებით ტირის, ამავე დროს, ჩანს, რაღაცაზე გულნატკენია;
- ავადმყოფი ნ. გ. ასაკი 70 წელი. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია - ქალწულობა;
- ავადმყოფს აღენიშნება ცოლი, ორი ქალიშვილი და საზარდულის თიაქარი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100