სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექიმებს ტრანსპლანტაციისთვის გამიზნული დონორის გული ხელიდან გაუვარდათ

სკანდალური შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც დაგეგმილი იყო დონორის გულის გადანერგვა. ოპერაცია პირდაპირ ეთერში უნდა გადაცემულიყო.

მილიონობით მაყურებლის თვალწინ სპეციალურ კონტეინერში ჩადებული დონორის გული ვერტმფრენიდან გადმოიტანეს და კლინიკაში ორ ექიმს უნდა წაეღო, როცა გაუთვალისწინებელი ინციდენტი მოხდა:

ექიმები ისე ჩქარობდნენ, რომ ერთ მათგანს კონტეინერის სახელურზე ხელი აუსხლტა, რასაც ოპერაციისთვის გამიზნული გულის მიწაზე დავარდნა მოჰყვა.

ექიმმა სასწრაფოდ დაავლო ხელი დონორის გულს და კონტეინერში ჩააბრუნა. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. როგორც მედიკოსები ამბობენ, დაზიანებისგან გული სპეციალურმა დამცავმა საფარმა იხსნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100