სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქრისტინე იმედაძემ ვნებიან კოცნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ ახალი ხმის ფინალში ნიკა ლაზარიშვილთან ერთად იმღერა და სიმღერის ბოლოს მათ ერთმანეთს ვნებიანად აკოცეს. გთავაზობთ ამონარიდს ქრისტინე იმედაძის ინტერვიუდან სადაც ის ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს.

- ქრისტინე, როგორ აღმოჩნდი "ახალი ხმის" საფინალო შოუზე?
- სტეფანემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, გავარკვიე, კონკრეტულად რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება და დავთანხმდი. გარდა იმისა, რომ სტეფანე ჩემი მეგობარია, მისი როგორც პროდიუსერის გემოვნებას ბრმად ვენდობი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საინტერესო ნომერს მოამზადებდა.…

- მანამდე თუ იცნობდი "ახალი ხმის" კონკურსანტს და ფინალისტს - ნიკა ლაზარიაშვილს?
- ნიკა ლაზარიაშვილს არ ვიცნობდი, რეპეტეციებზე გავიცანი და იქ დავმეგობრდით. არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალია. ნომერზე მუშაობა და რეპეტიციები ძალიან სახალისო იყო. ყველანი გავერთეთ და როგორც გამოხმაურებებიდან ჩანს, მაყურებელს შედეგი მოეწონა.

- კარგი ნომერი გამოვიდა... ფინალში თქვენი კოცნის სცენამ კი მთელი სოციალური ქსელი მოიარა. კოცნა წინასწარ იყო დადგმული თუ სპონტანურად მოხდა ყველაფერი?
- კი, ჩვენი დუეტის საფინალო სცენა დადგმული იყო. ამ სიმღერას ბოლოში მოულოდნელობა უხდება. ამიტომაც მისი ასე დასრულება გადავწყვიტეთ. სიმღერის ეთერში გასვლის შემდეგ, ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. ყველას დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, თუ ლამაზი და საინტერესო ნომერი გამოგვივიდა.

- როდესაც ორი საპირისპირო სქესის ადამიანი სცენაზე ერთად ნომრის შესასრულებლად გადის, მაყურებელს ყოველთვის უჩნდება ეჭვი, რომ სიმღერის გარდა, ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან გარკვეული გრძნობაც აკავშირებს... რას იტყვი, შენი და ნიკას ურთიერთობას სამომავლოდ რა პერსპექტივა აქვს?
- კი, ალბათ ჩვენზეც იტყვიან რაღაცას და იფიქრებენ (სიცილით ამბობს)... მე და ნიკა კარგი მეგობრები აუცილებლად ვიქნებით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100