სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ფუნქცია – ვიდეოჩატი "ფეისბუქზე" უკვე პოპულარობით სარგებლობს

სულ რაღაც 20 წუთის წინ "ფეისბუქს" ფართოდ დაანონსებული ვიდეოჩატი დაემატა. ახალი დიზაინის შედეგად შეიცვალა "სასაუბრო", ხოლო ვიდეოჩატის ფუნქციის დაინსტალირების შემდეგ თქვენს პროფილზე, ზედა მხარეს, უკიდურესად მარჯვნივ, "წერილის გაგზავნა" და "უჯიკე" ფუნქციის შემდეგ დაემატება ფუნქცია "დაურეკე". ვიდეოჩატის ინსტალაცია პროფილზე საკმაოდ ადვილი პროცედურაა. ამისათვის საკმარისია, ამ სტატიის კითხვისას ჩართული გქონდეთ "ფეისბუქი", ვებ–კამერა და გადახვიდეთ ამ ბმულზე: http://www.facebook.com/videocalling ოღონდ გახსოვდეთ, რომ დროს და ნერვებს სულ ტყუილად დახარჯავთ დაინსტალირების მცდელობაში, თუკი ყველაფერთან ერთად, ვებ–კამერა ჩართული არ გექნებათ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც "გუგლმა" ახალი სოციალური ქსელის შექმნის სესახებ განცხადება გააკეთა, "ფეისბუქმა" "სკაიპთან" ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა და განაცხადა, რომ მალე "ფეისბუქს" ვიდეოჩატი დაემატებოდა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯგუფური ვიდეოჩატის დამატებაც. მარკ ცუკერბერგმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "ფეისბუქი" კიდევ მრავალ სიახლეს გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100