ნიკოლა სარკოზი ვაჟის მამა გახდა
ნიკოლა სარკოზის და კარლა ბრუნის ვაჟიშვილი შეეძინათ. ახალშობილს ვადიმი დაარქვეს. ფრანგული პრესა იტყობინება, რომ კარლა ბრუნიმ პარიზში, კლინიკა Myuett-ში იმშობიარა, სადაც მის მისაღებად დიდი ხნის წინ ემზადებოდნენ. ეს კლინიკა საფრანგეთის დედაქალაქში ყველაზე პრესტიჟულადაა მიჩნეული.
ვადიმი ნიკოლა სარკოზისთვის მეოთხე, ხოლო კარლა ბრუნისთვის მეორე შვილია. საფრანგეთის პრეზიდენტს 26 წლის პიერი, 25 წლის ჟანი, და 14 წლის ლუი სამი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. რაც შეეხება კარლა ბრუნის, მას პირველი ქორწინებიდან 10 წლის აურელიანი ჰყავს.
კარლა ბრუნის მშობიარობის პროცესი გასაიდუმლოებული იყო – ჟურნალისტები კლინიკასთან 200 მეტრზე ახლოს არ მიუშვეს. შესაბამისად, ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი აპირებენ, „დანაპირები“ აასრულონ და ახალშობილი ვადიმი პაპარაცების თვალს მოარიდონ, „რათა მისი ნორმალური ბავშვობა“ უზრუნველყონ.
როგორც დასავლური პრესა იუწყება, დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
კომენტარი