სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრედ პიტის დედა: ანჯელინა ჯოლიმ დაანგრია ჩემი შვილის ცხოვრება და ამისთვის პასუხი უნდა აგოს!

55 წლის მსახიობის, ბრედ პიტის დედა ვერ პატიობს ყოფილ რძალს საკუთარი შვილის ცხოვრების დანგრევას. ის ურჩად ითხოვს ჯოლისთან შეხვედრას, რათა პირისპირ უთხრას ყველაფერი, რასაც ფიქრობს - წერს გამოცემა RadarOnline.


როგორც ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალისტებს უამბო, ჯეინს ჯერაც არ დავიწყებია ის სკანდალი, რაც მისი შვილისა და ჯოლის ოჯახის დანგრევას მოჰყვა.

"ჯეინი ვერ პატიობს ჯოლის, რომ მან პიტის ცხოვრება დაანგრია და ისიც ძალიან სტკენს გულს, რომ დაშორების შემდეგ ბავშვებს არ ანახებს ბებია-ბაბუას. როგორც პიტის დდა ამბობს, მას სურს ანჯელინასთან პირისპირ შეხვედრა, ფიქრობს, რომ მისმა ყოფილმა რძალმა პასუხი უნდა აგოს ამ ყველაფრისთვის" - აღნიშნა ანონიმურმა პირმა.

ასევე, წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ჯეინი დარწმუნებულია, რომ ჯოლი საკუთარ შვილებსაც სასტიკად ეპყრობა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100