ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 230 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 65 291-ს შეადგენს. გარდაიცვალა 733 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 658 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 315 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარი