სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობმა ოთარ კობერიძემ "ალია ჰოლდინგს" სასამართლოში უჩივლა

მსახიობმა ოთარ კობერიძემ "ალია ჰოლდინგს" სასამართლოში უჩივლა.

კობერიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის "ალია ჰოლდინგისგან" 50 000 ლარის კომპენსაციას ითხოვს.

როგორც "პირWელს" მსახიობის ადვოკატმა ვახტანგ მაჭავარიანმა განუცხადა, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და წინასასამართლო სხდომა 17 ნოემბრითვის ჩანიშნა.

"თანხა აქ მეორეხარისხოვანია. ბატონი ოთარი აცხადებს, რომ სიცოცხლის ბოლოს მისთვის მნიშვნელოვანია ერთი კეთილი საქმის გაკეთება. კერძოდ, თუ ჩვენ ეს პროცესი მოვიგეთ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალება მის მიერ გავრცელებული ცილისწამების გამო დაისჯება. ჩვენ გვესმის, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონთან მიმართებაში წითელ ზღვარზე გავდივართ, მაგრამ ოთარ კობერიძისთვის ეს ღირსების საქმეა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში გაზეთებში "ალია" და "ქრონიკა" გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც მსახიობ ოთარ კობერიძეს ბავშვების გარყვნაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100