სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტორონტო, დნმ-ის პასუხი: ცხედარი მარიამ მახნიაშვილისაა

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ტორონტოს ჩრდილოეთით ნაპოვნი გოგონას ცხედარს ჩაუტარდა. ვარაუდი, რომ ცხედარი კანადაში 2009 წელს გაუჩინარებული ქართველი გოგონას, მარიამ მახნიაშვილისაა, სამწუხაროდ, დადასტურდა.

კანადელი სამართალდამცველები შეცდომას გამორიცხავენ, რადგან იდენტიფიკაცია დნმ-ის ანალიზით მოხდა.

კანადის პოლიციის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიამ მახნიაშვილი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. საქმე შესაძლოა თვითმკვლელობას ეხებოდეს.

ის ტერიტორია, სადაც ცხედარია ნაპოვნი, ზუსტად შეესაბამება ესტაკადიდან გადმოვარდნის ვერსიას, თუმცა ხელთ არ გვაქვს მკვლელობის ან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების დამამტკიცებელი ფაქტები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თვითმკვლელობაა.

ცხედარი აღმოჩენილია გზის სავალ ნაწილთან ახლოს. გოგონა დიდი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა და დაცემის მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მშობლებს, ლეილა და ვახტანგ მახნიაშვილებს ანალიზის პასუხი დაუყონებლივვ გავაცანით", - განაცხადა ტორონტოს პოლიციის წარმომადგენელმა.

მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს კოლეჯის ეზოდან გაუჩინარდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100