სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის სიცოცხლე შეიძლება, ნებისმიერი დროს დასრულდეს, რას უნდა გაეცნოთ ერთი თვე? - ადვოკატი მოსამართლეს

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც მან მიხეილ სააკაშვილის საქმის შესასწავლად ერთი თვის ვადა მოითხოვა, ადვოკატმა გააპროტესტა.

სასამართლო პროცესზე შალვა ხაჭაპურიძე დაინტერესდა, რისთვის დასჭირდა მოსამართლის აღნიშნული ვადის განსაზღვრა, როდესაც საქმის დოკუმენტაცია მან მოსამართლეს უკან, უცვლელად დაუბრუნა.

ამასთან, ადვოკატმა შეახსენა მოსამართლეს, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და მდგომარეობა დროის გაწელვის საშუალებას არ იძლევა.

რას მომეცით, დაგიბრუნეთ უკან. რას უნდა გაეცნოთ ერთი თვის განმავლობაში, მითუმეტეს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წერია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იმდენად მძიმეა, რომ მისი სიცოცხლე შეიძლება ნებისმიერ დროს დასრულდეს. როდესაც ასე ვჩქარობთ, ასეთი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, მას, ყველაფერს რომ თავი დავანებით, საერთაშორისო კონვენციის თანახმად აქვს სიცოცხლის უფლება. რას ემსახურება ეს ერთი თვე, როცა არაფერი ახალი არ წარმოუდგენიათ?, - თქვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს.

მიზეზად გიორგი არევაძემ სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის შესწავლა დაასახელა.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100