"ხელში ლიმონკა უჭირავს, ის აფეთქდება საათსა და 30 წუთში" - მძევალი ქუთაისიდან
დამონტაჟებული რაცაა ბომბი და ხელში ლიმონკა უჭირავს, ის აფეთქდება საათსა და 30 წუთში - ამბობს "მთავართან" საუბარში ქუთაისში, საქართველოს ბანკის შენობაში მყოფი მძევალი, რომელსაც თავდამსხმელმა პირდაპირ ეთერში გასვლის უფლება მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ საკუთარი მოთხოვნები გააჟღეროს.
შეიარაღებული პირი ითხოვს 2 მილიონ აშშ დოლარს, ასევე "სპრინტერის" ტიპის ავტომანქანას, ვერტმფრენს, ანკესსა და რუსეთის დროშას.
მძევლად 12 ადამიანია აყვანილი. მათ შორის 2 ბანკის თანამშრომელია.
კომენტარი