ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა იგეგმება. სამშობიარო სახლში ჯამში 25 პაციენტია.
საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
დღის განმავლობაში ეს ქვეყანაში კოვიდინფიცირებული გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა.
კომენტარი