სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის სამ მცხოვრებს კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე იარაღის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ

აფხაზეთის სამ მცხოვრებს კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე იარაღის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ცვეიბა, სმირი და დუდუკჩიანი რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის კონტრაბანდას 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის თებერვლამდე ახორციელებდნენ.
დაკავებულებმა ქალაქ სოჭის ადლერის რაიონში ოთხი "კალაშნიკოვის", ორი რევოლვერის, პისტოლეტისა და ტყვიების რეალიზაცია განახორციელეს.
საქმეს ადლერის რაიონული სასამართლო განიხილავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100