სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდანვე მობილიზებული უნდა იყოთ. ბევრი საინტერესო გელით და ეცადეთ არაფერს გამოაკლდეთ. დაეხმარეთ ბავშვებს შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კურო
დღეს სხვანაირად შეხედავთ მოვლენებს. ოჯახის წევრები მეტ ვალდებულებას დაგაკისრებენ. შესაძლოა უფროს ნათესავებზე მოგიწიოთ მზრუნველობამ. რუტინული საქმეების ნაწილი შინ შეასრულეთ.

ტყუპი
ნებისმიერი დავალების შესრულებას შემოქმედებითად მიუდექით. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. ახალი ნაცნობების მიმართ სიფრთხილე გმართებთ, ყველას ნუ ენდობით.

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ზოგიერთი რემონტის გაკეთებაზე ან საბავშვო ოთახის დაგეგმარებაზე დაფიქრდება. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხი იურისტთან შეათანხმეთ.

ლომი
კარგი დღეა პროფესიული და ზოგადი წესების გასაცნობად. ზოგიერთი ინსტრუქცია განსაკუთრებით აქტუალური გახდება თქვენთვის. ნუ დაივიწყებთ თვითდისციპლინას. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
რეალისტურად შეხედეთ მოვლენებს, პროფესიონალურ, შემოქმედებით და პირად სფეროებში. დღეს შეიძლება საიდუმლოებები გაგიჩნდეთ. ნუ ისარგებლებთ იმ ადამიანების დახმარებით, ვის კეთილსინდისიერებაშიც დარწმუნებული არ ხართ.

სასწორი
დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია ფეხით სიარული. ნუ განმარტოვდებით, შეხვდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს, იმხიარულეთ, განიტვირთეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მორიელი
ახალი მიზნების მისაღწევად ახალი კავშირებიც გამოიყენეთ და გამოცდილი მეგობრების რჩევებიც. უფროსთან ურთიერთობისას ნუ დაივიწყებთ საქმიან ეტიკეტს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, ადამიანები, რომლებიც თქვენ გარშემო მუშაობენ. ყურადღება გმართებთ ხელშეკრულებების გაფორმებისას. ზოგიერთები სასამართლო პროცესს განაახლებენ.

თხის რქა

უსაქმოდ ნუ გაჩერდებით. თუმცა, რუტინულ, მოსაწყენ საქმიანობას ნაკლები დრო დაუთმეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი.

მერწყული
დღეს მიხვდებით, რომ ერთგულ და გამოცდილ პარტნიორებს საჭიროებთ. თუ გარშემო გყავთ ასეთი, გაუფრთხილდით მას. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანს. იზრუნეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

თევზები
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არ გამოგრჩეთ და არ მოცდეთ გართობაზე. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100