სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვიქცეთ, თუ არ შეგვიძლია ონლაინ სესხის დაფარვა?

ონლაინ სესხის არსებითი დანიშნულება - გაუთვალისწინებელი ფინანასური პრობლემების მოგვარებაა.. ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან სესხის აღების დროს, არ გჭირდებათ მისი უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. სესხის პროვაიდერი კომპანიები ყოველგვარი გარანტიის გარეშე გაძლევენ თანხას. ამ ნიუანსის გამო, სწრაფი კრედიტის შემთხვევაში, თქვენ იხდით ოდნავ დიდს ყოველთვიურ საპროცენტო დანამატს.

თუმცა, შესაძლოა მოულოდნელად შექმნილმა გარემოებებმა, სესხის გადახდაშიც შეგიშალოთ ხელი. ისევე როგორც ნებისიერ სხვა სიტუაციაში, ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში, ცივი გონებით მიუდექით ამ სიტუაციას და ჩვენი რჩევა - დარიგების მეშვეობით, შეიმუშავეთ თქვენი მოქმედებების ალგორითმი.

გახსოვდეთ, თუ სესხს დროულად არ დაფარავთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, დამატებით, გარკვეული ოდენობის ჯარიმას დაგაკისრებს. შესაბამისად, კომპანიის არჩევის დროს, კარგად დააკვირდით გადაცილების შემთხვევაში, რა თანხა დამატებით უნდა გადაიხადოთ ვადაგადაცილების პირველ და ყოველ მომდევნო დღეზე.

საგულისხმოა, რომ სიტუაციის მართვა თქვენზეა დამოკიდებული და ადვილად შეგიძლიათ სულაც არ მიიყვანოთ პროცესი დაჯარიმებამდე.

თუ ხვდებით, რომ სესხს დროულად ვერ იხდით, შეგიძლიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მისი გადავადება სთხოვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომსახურებაც გარკვეული საფასური დაგიჯდებათ, ბევრად ჩამოუვარდება ჯარიმის დროს გადასახდელი თანხის ოდენობას. ონლაინ სესხების კომპანიები გადავადების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობენ და ფასიც, შესაბამისად, გადახდის გადაწევის დღეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

არსებობს უარესი სიტუაციებიც, როდესაც ჯარიმის ან გადავადების თანხის გადაუხდელობის გამო, კატასტროფულად იზრდება საბოლოოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაბრუნებელი თანხა. ასეთ დროს უმჯობესია უშუალოდ აწარმოოთ მოლაპარაკება კომპანიასთან სესხის რესტრუქტურიზაციის თაობაზე.

სესხის რესტრუქტურიზაცია მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების პირობების ცვლილებას გულისხმობს, რათა უკეთ გაუმკლავდეს ნაკისრ ვალდებულებას. მომსახურებაში იგულისხმება ვალის, როგორც ძირითადი თანხის, ასევე მასზე დამატებული პროცენტების თუ ჯარიმების დაფარვა.

რესტრუქტურიზაციის რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგრამ ჩვენთან ყველაზე გავრცელებული ვარიანტი - ყველა ვალდებულების (ძირითადი თანხა, პროცენტი, ჯარიმა) გაერთიანება და მისი უფრო ხანგრძლივ დროის მონაკვეთზე გადანაწილება. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად თქვენ გადაიხდით უფრო ნაკლებს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ სესხის რესტრუქტურიზაცია სულაც არ არის ბანკის ან კომპანიის მოვალეობა და სრულად მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

არასდროს იფიქროთ ონლაინს სესხის დაფარვა ალტერნატიული კომპანიის ანალოგიური პროდუქტით. მოკლე დროში სესხის განმეორებითობა თქვენს ფინანასურ მდგომარეობას მკვეთრად დაამძიმებს.

და ბოლოს, ეცადეთ სესხის აღებამდე კარგად გამოთვალოთ სხვაობა თქვენს შემოსავალს და საშუალო თვიურ ხარჯს შორის და ნაშთად დარჩენილი თანხის მიხედვით გადაწყვიტოთ, რა ოდენობის სესხის აღება შეგიძლიათ. ასეთ შემთხვევაში შემოსავალიდან დარჩენილი თანხით, თქვენ სესხის დაფარვას შეძლებთ და სულაც არ აღმოჩნდებით ზემოთ აღწერილ სიტუაციებში.

სტატიის საინფორმაციო პარტნიორია საიტი sesxebi365.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100