სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინოვაციური „Bentley”

ბულგარულმა კომპანიამ „Vilner“ „Bentley”–ის სტილში გადაწყვეტილი „MINI” წარმოადგინა. ახალ მოდელს „Italian Job“ უწოდეს და იგი სერიოზულ კონკურენციას უწევს შანჰაის ავტოშოუზე წარმოდგენილ, „MINI Cooper Goodwood“–ს. ეს უკანასკნელი ვიზუალურად „Rolls-Royce“–ის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ახალი მოდელი „MINI Cooper S“–ის ბაზაზეა შექმნილი. მას მდიდრული ვიზუალი და კომფორტული სალონი აქვს. ინტერიერისთვის გამოყენებულია შავი და ყავისფერი მაღალხარისხიანი ტყავი, „Nappa“, რომელსაც „Bentley” საკუთარი მოდელებისთვის იყენებს. ინტერიერის რამდენიმე დეტალი პლასტიკური მასისგანაც არის დამზადებული, თუმცა მათი ამოცნობა რთულია, რადგან ისინი სრულიად ქრომირებულია.

ავტომობილის ძარა, ღია რუხი მქრქალი საღებავითაა შეღებილი. შავია ავტომობილის ზოგიერთი დეტალიც, მათ შორის საბურავებიც. ახალი მოდელი სპორტულ სტილშია გადაწყვეტილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100