სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა გავიწმინდოთ აურა...

ფენ-შუის რჩევები შინაგანი და გარე ჰარმონიისთვის
რამდენიმე მარტივ რეკომენდაცია და რჩევა, რომელიც თავად ადამიანისთვის-ადამიანის შინაგანი სამყაროს ჰარმონიაში მოყვანისთვისაა კარგი ანუ სხვანაირად აურის გასაწმენდად:

1. ჩაიხედეთ საკუთარ გულში, ნუ შეგეშინდებათ ამის. როდესაც ამას გადალახავთ გარესამყაროში სხვა ვეღაფერი შეგაშინებთ. ჩაიხედოთ საკუთარ გულში და იყავით მართალი თქვენს თავთან, ეს ერთადერთი გზაა შეიცნოთ, შეცვალოთ და განავითაროთ საკუთარი თავი.
2. მხრებში გასწორდით, გაშალეთ ხელისგულები, დახუჭეთ თვალები, კონცენტრირდით თქვენს „მე“_ზე, გაეთიშეთ გარესამყაროს ყველა გამოხატულებას, ასწიეთ ხელები მაღლა, თითქოს ელით რომ ვიღაცამ უნდა აგწიოთ და გულში ჩაგიკრათ. ეს საჭიროა სამყაროსთან ერთიანობის შესაგრძნობად.
3. წარმოიდგინედ თქვენი გულიდან, ფილტვებიდან და ხელისგულებიდან გასული ენერგია, რომელიც ეხება და გასცდება ყველაფერს რაც გზაზე შეხვდება.
4. თქვენი შინაგანი ენერგია გაგზავნეთ თქვენი სხეულიდან, სამყაროს ყველაზე მაღალ, მიუწვდომელ ადგილებში.
5. ხმამაღლა გაიმეორეთ სიტყვები: „მე მზად ვარ ნებისმიერი სახის დადებითი ცვლილებისთვის“

მთავარია გჯეროდეთ ამის, გახსოვდეთ რომ რისიც გჯერათ ის ახდება და იმას დაგიბრუნებთ სამყარო. გჯეროდეთ რომ შეგიძლიათ გახდეთ უსაზღვროდ უკეთესები და დაინახოთ სამყარო ჰარმონიულად და იცხოვროთ ჰარმონიაში, შეიცნოთ მისი ჰარმონიულობა უფრო ღრმად და დატკბეთ მისით. გჯეროდეთ და იყავით მზად ცვილელებისთვის უკეთესობისკენ.
ფენ-შუის რჩევები შინაგანი და გარე ჰარმონიისთვის

ახლა ცოტა სხვა სახის რჩევები, უფრო "მატერიალური". გავიხსენოთ რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც დაკავშირებულია სახლთან და გავშიფროთ ისინი ფენ შუის მიხედვით:
1. ნუ დაჯდები კუთხეში
ვერ გათხოვდები გეუბნებიან? მხოლოდ ეს რომ იყოს, ფენ შუის მიხედვით ნებისმიერი კუთხე, მაგიდის, კარადის, ოთახის თუ სხვა იქნება იღებს მთელი ოთახის ნეგატიურ ენერგიას და პირდაპირ უგზავნის კუთხეს, შესაბამისად ადამიანი ვინც კუთხეში მოხვდება მიიღებს მას.

2. თავს კუთხეში ნუ მოაქცევინებ
სახლის კუთხე არის როგორც სახლის ენერგო ვამპირი, ის ართმევს ენერგიას ადამიანს. ამიტომაც არის წესი, რომ ცელქ ბავშვებს მასწავლებლები კუთხეშ აყენებენ.

3. არ ჩაიხედო გაბზარულ სარკეში
ფენ შუის მიხედვით, მავნებელია არა მარტო გაბზარული, გატეხილი, მოზაიკური სარკეში, არამედ მსუბუქად მოხატულში ჩახედვაც კი. სარკე რომელიც ირეკლავს ადამიანს მას უბრუნებს თავის დანაწევრებულ გამოსახულებას, რაც პირველ რიგში მოქმედებს ცუდად ენერგეტიკაზე და ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.

4. კარის ზღურბლზე ნუ დაემშვიდობებით
ამბობენ იჩხუბებთ. ყველა შემთხვევაში კარი, ეს არის ადგილი რომელიც ყოფს ორ სამყაროს, სახლის და გარესამყაროს „ჩემს“ და სხვის“. ნივთებიც, ენერგიაც შიგნით და გარეთ სხვადასხვაა. გაურკვეველი ადგილიდან ადამიანთან ენრგეტიკული კონტაქტი ტოვებს გაურკვეველ ემოციას ქვეცნობიერშიც. ამიტომაც გამოდის მეგობარი ზღუბლიდან გემშვიდობება, არაა კარგი.

5. გაირბინე ცისარტყელის ქვეშ – ბედნიერი იქნები!
მათ, ვინც ფიზიკა ისწავლეს, ესმით რომ ეს შუაძლებელია, მაგრამ ცისარტყელის დანახვაც კი ციური სამეფოს კარების დანახვის ნიშანია. ითვლება კარგ ნიშნად. ფენ შუი კი გვირჩევს „მოვიშინაურუთ“ ცისარტყელა, და მოვიყვანოთ ის ჩვენს სახლში. შევქმნათ ხელონურად, განათებით,დავხატოთ ან ფანატზია როგორც შემოგვტავაზებს, ეს ძალიან კარგი ფენ შუია! ყოველთვის როცა გავივლით მის ქვეშ, ჩვენ მივიღებთ ზეციურ დაცვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100