სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემურ ქეცბაიამ ქართველ ფეხბურთელებს მოედანზევე აგინა

სადღაც ამოვიკითხე, რომ სტადიონის ტრიბუნები მთელ მსოფლიოში რეკორდსმენად ითვლება იმ საჯარო თავშეყრის ადგილებს შორის, სადაც ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტ უცენზურო სიტყვებს მოისმენთ. მაგრამ მწვრთნელთა შტაბის სკამზე მსხდომთა რეაქცია, ალბათ, ოდნავ მაინც უნდა განსხვავდებოდეს ტრიბუნებზე მსხდომი მაყურებლების რეაქციისგან.

საქართველოს ნაკრების გასვლითმა მატჩმა მალტაში დაგვანახა, რომ საქართველოსთან მიმართბაში ყველაფერი პირიქითაა და საკუთარი თუ მოწინააღმდეგე გუნდის, ასევე მსაჯების გინებაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე აგრესიულ და ბილწსიტყვიან მაყურებელსაც კი.

მავანთა მხრიდან რისხვის ასაცილებლად წინასწარ ვიტყვით, რომ ვხედავთ იმას, რასაც თემურ ქეცბაიას თაოსნობით საქართველოს ნაკრებმა მიაღწია – თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბოლო მატჩების შედეგებს – ასე რომ, ამ სტატიის მიზანი სულაც არ გახლავთ თემურ ქეცბაიას ღვაწლის დაკნინება ან მისი განქიქება, მაგრამ ფაქტია, რომ არც იმ ფრაზების დატოვება შეიძლება ყურადღების გარეშე, რომლებსაც, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბაგეთაგან წარმოთქმულს, თითქმის მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ისმენდა მალტა–საქართველოს მატჩის ტრანსლაციის დროს.

იქნებ, მავანი შეგვედაოს კიდეც და გვითხრას, რომ ყველა მწვრთნელს ფეხბურთელებთან ურთიერთობის საკუთარი მეთოდი და ფორმა აქვს და ეს მართლაც ასეა, მაგრამ არა გვგონია, ბევრი არ დაგვეთანხმოს, რომ ეს ფორმები და მეთოდები ფეხბურთელებისთვის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი არ უნდა იყოს.

„სად გარბიხარ, შე ჩემა, და...ევდი?“; „ტ..კი გაანძრიე, შე კარგ...ულო!...“ „ტფუუ, იო...ანნი ვ როტ!“ – ეს მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია იმ „მარგალიტებიდან“, რომლებსაც სახელოვანი სპორტსმენი და უდავოდ ნიჭიერი მწვვრთნელი საკუთარი ნაკრების ფეხბურთელების მიმართ აფრქვევდა.

ვისაც მალტიდან პირდაპირი რეპორტაჟი არ უნახავს „პირველ არხზე“, შევახსენებთ, რომ ე.წ. შუმავოი მიკროფონი, რომლებსაც ტელევიზია მაყურებლამდე სტადიონის ხმაურის მისატანად იყენებს ხოლმე, ალბათ, სრულიად შემთხვევით, იქვე – ქეცბაიას შორიახლოს დადგეს და ტრიბუნებიდან წამოსულ ღრიანცელთან ერთად ჩვენი საამაყო მთავარი მწვრთნელის ერთობ „თავაზიან“ მითითებებსაც ისრუტავდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100