სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ჭაჭუა: როსტოსა და გიორგის ერთმანეთს ვერც შევადარებ...

სალომე ჭაჭუამ მაყურებლების ყურადღება „ცეკვავენ ვარსკვლავების“ - პირველივე ეპიზოდის შემდედ მიიპყრო. ცეკვითა და საოცარი პლასტიკით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მოხიბლა და თავიც ბევრს შეაყვარა. საკუთარ მეწყვილეებზე, ზოგადად პროექტზე და პირად შთაბეჭდილებებზე სალომემ დღეს Droni.ge-სთან ისაუბრა.

ელოდით თუ არა სმს-ლიდერად დასახელებას?

მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამიხარდა, მართლა არ ველოდით, ისიც არ ვიცოდით, საერთოდ გადავიდოთ თუ არა შემდეგ ტურში, ამიტომაც სმს-ლიდერობა ჩვენთვის ნამდვილი შოკი იყო. დიდი მადლობა ამისთვის მაყურებელს.

გიორგისა და სალომეს გამარჯვების შანსები როგორია?

მინდა ავღნიშნო, რომ სამი წყვილიღა დავრჩით და ეკა ნიჟარაძისა და რუსკა მაყაშვილის წყვილები უდაოდ ძალიან ნიჭიერები არიან, ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ და ვშრომობთ, იმისათვის, რომ უფრო და უფრო მაგარი იყოს შემდეგი ტურები და მაგარი შოუ შევთავაზოთ მაყურებელს, ამისთვის ძალას არ ვიშურებთ არცერთი მონაწილე, ამიტომაც როგორც მათ, ისევე ჩვენ ძლიან დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ, ვნახოთ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული.

როგორი მეწყვილეა გიორგი ვარდოსანიძე?

ძალიან გამიმართლა, რომ გიორგია ჩემი მეწყვილე, რადგან ძალიან ნიჭიერი და მშრომელია, რაც მთავარაია არ არის ზარმაცი და ყველაფერი დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე.

რაც შეეხება შენს წინა მეწყვილეს, შეადარებ თუ არა ერთმანეთს როსტოსა და გიორგის?

არა რა შედარებაა, არც შეიძლება მათი შედარება, რადგან როსტოს არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გიორგი კიდე მსახიობია და გამოცდილებაც არ აკლია, ამიტომ მათი შედარება ნამდვიალად არ შეიძლება.

სოციალურ ქსელებში ხშირად იწერება, რომ საქართველოში სექსუალური ქალების სიაში, ძალიან ბევრ ცნობილ სახეს გადაუსწარი

ეს ნამდვიალდ არ ვიცოდი, და რა შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, ძალიან დიდი მადლობა.

რაც შეეხება შენს შეყვარებულს გიგი გაჩეჩილაძეს, ხომ არ ეჭვიანოსბს გიორგიზე, ან საერთოდ სხვა მამაკაცებზე?

არა ნამდვილად არ ეჭვიანობს, არ ვაძლევ ამის საბაბს და მაგიტომ. ნუ რაღაცეები არის, რის გამოც ღიზიანდება, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი კარგადაა, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს. რაც შეეხება გიორგის, რა სისულელა მას ჰყავს შეყვარებული, ისევე როგორც მე და ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100