სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბიშვილი იმიტომ უერთდება მარშს, რომ კარგად დარბის - მაჭარაშვილი

სადაც უნდა იქ იმარშონ - "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იმიტომ შეიძლება შეუერთდეს 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს, რომ კარგად დარბის.

ზურაბიშვილი კარგად დარბის და შეიძლება, შეუერთდეს ამ მარშს მარტო იმიტომ, რომ კარგად დარბის, თორემ მეტი აზრი მის შეერთებას არ ექნება არსად, არაფერში. ამიტომ ბუნებრივია, რაც უნდათ, გინდა ადგილზე იმარშონ, გინდა თავიდან ბოლომდე იმარშონ თბილისიდან ბოლომდე, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ეს იქნება მხოლოდ სამხიარულო საყურებელი და საქმეს ვაკეთებთ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შერიგებისა და თანასწორობის მინისტრი თეა ახვლედიანი - არცერთ მათგანს 9 დეკემბერს მარშზე ვერ ვნახავთ.

მმართველი გუნდის წევრები კი დღეს პარლამენტში ერთმანეთის მიყოლებით თავს ესხმოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობდნენ, რომ ეს მარში რაიმე ერთსულოვნების გამომხატველი არ იქნება.

ზუსტად 48 საათში თბილისის შუაგული პროევროპული მსვლელობის ეპიცენტრად გადაიქცევა. "შენი ხმა ევროკავშირს", სწორედ ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც შაბათს, ორ საათზე არის დაანონსებული. ისტორიაში პირველად, ქალაქის ცენტრში გაიტანენ ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშაც, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი შაბათს რესპუბლიკის მოედანზე იდგება თუმცა ირკვევა, რომ ხალხი და პრეზიდენტი ერთ მხარეს იქნებიან, ხელისუფლება კი მეორეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100