7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი შეხვედრების, ურთიერთობების, ფლირტისა და შემოქმედებითი იდეების განხილვის დღეა. გაგიტაცებთ საინტერესო პიროვნება, საწინაააღმდეგო სქესის ადამიანები.
კურო
სასიხარულო დღე გელით. შეიძლება საჩუქარიც მიიღოთ სრულიად მოულოდნელ სიტუაციაში. მანდილოსნები იმიჯის შეცვლაზე დაფიქრდებიან. დაესწარით სილამაზისა და ხელოვნების ინტერნეტ-ლექციებს.
ტყუპი
ავანგარდული შემოქმედებისადმი გაგიმძაფრდეთ ინტერესი. მოიმატებს რომანტიკულობა, შეიძლება კომპლიმენტები გასცეთ/მიიღოთ. ზოგიერთი გარდერობის განახლებას გადაწყვეტს. გაუფრთხილდით საფულეს; ნუ გადავარდებით სასიყვარულო ილუზიებში.
კირჩხიბი
იყავით მეგობრული და ღიმილიანი. ასე უფრო მეტ პატივისცემას მოიპოვებთ გარშემო მყოფებში, ვიდრე ავტორიტეტის დამტკიცებით. კარგი დღეა ქსელური ურთიერთობისთვის. შეიძლება ინტერნეტში საჭირო ინფორმაციებსაც კი მიაგნოთ.
ლომი
მთელ დღეს მუშაობას ნუ დაუთმობთ. გამონახეთ დრო მეგობრებთან შეხვედრისთვის. მოიწვიეთ ისინი შინ. კარგი დღეა იდეათა გაცვლისთვის. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა და მარტოობისგან გათავისუფლება ელის.
ქალწული
კარიერული საკითხების მოგვარების დღეა. ზოგიერთი ძველი საქმის ახლებურად დაწყება-გაგრძელებას შეძლებთ. მაქსიმალურად გამოავლინეთ მოცემული საშუალება და ვითარება. შეიძლება დახმარება მანდილოსნებისგან მიიღოთ.
სასწორი
მორიელი
ნუ განმარტოვდებით და ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მოერიდეთ კრიტიკასა და უსაფუძვლო ეჭვებს. აგრეთვე, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა კოლექტიური და საოჯახო უსიამოვნებების მოსაგვარებლად.
მშვილდოსანი
შეხვედრების, იდეების გაცვლის დღეა. შეიძლება ახლებურად გადახედოთ პარტნიორულ, მეგობრულ ურთიერთობებს. გააუმჯობესეთ კავშირი ძველ და ახალ მეგობრებთან. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა, იყავით კომუნიკაბელური.
თხის რქა
რუტინული საქმეები ვერ შეგაშინებთ. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტ სირთულეს დაძლევთ, უფრო მეტად იმაყებთ საკუთარი თავით.
მერწყული
საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო კრეატივისა და თავისუფალი ურთიერთობისთვის. საღამოს შეიძლება ინტელექტუალურ თამაშში, შემოქმედებით აქციაში ჩაერთოთ. შეიძლება სწორედ დღეს შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენს იდეალსაა მიმსგავსებული.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. შეიძლება მეგობრები შინ მიიპატიჟოთ. ახალგაცნობილებთან იყავით დისტანციური. თუმცა, ფლირტისა და მსუბუქი ურთიერთობის გაღრმავებას ნუ ეცდებით.
კომენტარი