ზაზა გაბუნია ე.წ. „არაშენდას“ კორპუსის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა გაბუნია, თემქაზე, ე.წ. „არაშენდას“ კორპუსის მოსახლეობას შეხვდა
მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას უკვე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში აპირებს.
სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
(რეკლამა)
კომენტარი