სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას მოგვითხრობს ლალი მოროშკინას ახალი წიგნი?

როგორც ჩანს ქართული ბესტსელერების ავტორს, ლალი მოროშკინას მინისტრის მრჩეველის პოსტმა ძველი საქმიანობისა და პირადი ცხოვრებისთვის დრო დაუტოვა. სულ ცოტა ხნის წინ ლალი მესამედ გათხოვდა და ახლა ახალი წიგნის წერის პროცესშია. აღნიშნულთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა.

"ბალზაკის ასაკის ხიბლი და ესთეტიკა ქართულ ტელე-ჟურნალისტიკაში"-აი ჩემი ახალი წიგნის სახელწოდება!!!
40-ის "მიდამოები" განაჩენივით ჟღერდა სულ რაღაც 20 წლის წინაც კი!
საღოლ გოგონებო!!! მე ვამაყობ თქვენით!!!
რომელი ქვეყნის ტელე-სივრცეს ყავს ამდენი ლამაზი, ჭკვიანი, შრომისუნარიანი,მებრძოლი მდედრი?
ჩვენ არაადამიანური კონკურენციის პირობებში ვიგებთ ტენდერებს, კონკურსებს და "ბორდებს".
ჩვენ ვამრავლებთ ერს და ლამის წყლების დაღვრამდე არ ვტოვებთ ეთერს!
ჩვენ ჩუმ-ჩუმად ვსტუმრობთ დიეტოლოგებს და კოსმეტოლოგებს, პროფილაქტიკებს...
ჩვენ შვეძელით საუკუნოვანი სტერეოტიპის დამსხვრევა-
არანაირი "მესამე ასაკის კრიზისი" არ არსებობს!!!
ვისწავლოთ პოზიტივის დანახვა!
შეიძლება ჩვენ განსხვავებული აქცენტი,ვიზუალი და პოლიტიკური გემოვნება გვაქვს,მაგრამ ერთი რამ გვაერთიანებს:ჩვენ ძლიერი კავკასიის ძლიერი მდედრები ვართ!
ასე გააგრძელეთ გოგონებო!
თითოელი თქვენგანის სახელი და ბიოგრაფია ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნებოდა საამაყო...ხოდა ვიამაყოთ!
მე ვამაყობ თქვენით:ეკა ბერიძე, ნინო ჯანგირაშვილი, მაია ასათიანი, ეკა ხოფერია, ინგა გრიგოლია,ნათია მიქიაშვილი, ლიზა ვადაჭკორია, მარინა სალუქვაძე,ლუბა ელიაშვილი,თამარ ცაგარელი, მარიკა დარჩია,ირმა ინაშვილი, ნანიკო ხაზარაძე,ჟანა ასანიძე,ნინო რატიანი,ქეთი ბოხუა,ნინო ჯღარკავა,ნინო შუბლაძე,დიანა ჯოჯუა,თეა სიჭინავა, სოფო ნარჩემაშვილი,ნინო ჟიჟილაშვილი,ია ფარულავა,ნინო არაზაშვილი,ეკა მიშველაძე,თინა კანდელაკი,ქეთი კეკელია, დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელია,სოფო მოსიძე და კიდევ ბევრი...
და ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში თამარ მეფის მერე მატრიარქატი არ ყოფილაო???
ეს ჩვენი საამაყო თაობაა,საქართველოს ოქროს ფონდი!“- წერს მოროშკინა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100